თემები

უსაფრთხოების დაცვა ინტერნეტში მონაცემების შენახვა

თქვენი ვებგვერდი ონლაინ რეჟიმში

გარდა ინტერნეტზე უსაფრთხო წვდომის შესაძლებლობის დაცვისა, ასევე მნიშვნელოვანია ყველაფერი გააკეთოთ, რათა უზრუნველყოთ თქვენი პარლამენტის ვებგვერდებზე თუ რესურსებზე სხვების წვდომაც. სოციალურ მედიაში გვერდებთან მიმართებაში, აღნიშნული გულისხმობს ხსენებული პროფილების დაცვას ძლიერი, უნიკალური პაროლებით და აუთენტურობის ორფაქტორული შემოწმებით. თქვენი ვებგვერდისათვის ეს გულისხმობს გატეხვისაგან მის დაცვას და სერვისზე შეტევების მოგერიებას. Distributed Denial of Service-ის (DDoS-ი) შეტევებს ადგილის აქვს, როცა კომპიუტერების დიდი ჯგუფი ერთდროულად მიმართავს თქვენს სერვერს საზიანო ტრაფიკის შექმნის მიზნით. DDoS დაცვის რამდენიმე ვარიანტი - რაც ართულებს მოწინააღმდეგისთვის თქვენი ვებსაიტის წაშლას - მოიცავს Cloudflare, Amazon-ის AWS Shield ან eQualitie-ის Deflect სერვისს.

თქვენი პარლამენტისთვის უსაფრთხო ვებ ჰოსტინგი

ვებგვერდები განთავსებულია კომპიუტერებში - ისინი კი მოწყვლადია ჰაკერების მიმართ ზუსტად ისე, როგორც თქვენი საკუთარი მოწყობილობები. თუ შესაძლებელია, თქვენმა პარლამენტმა უნდა ისარგებლოს არსებული ჰოსტინგის სერვისებით, როგორიცაა WordPress, Wix ან სხვა, რომლებიც თქვენს მაგივრად მართავენ საიტის მთელ უსაფრთხოებას. თუ თქვენი ვებგვერდის საჭიროებები უფრო კომპლექსურია ან თუ გესაჭიროებათ თქვენი ვებგვერდის თავად ჰოსტინგი, კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენი ოპერაციული სისტემის და ვებ-ჰოსტინგის პროგრამული უზრუნველყოფის მუდმივ განახლებას ზუსტად ისე, როგორც თქვენი პერსონალური კომპიუტერის შემთხვევაში. გაითვალისწინეთ აღიარებული ქლაუდ-ჰოსტინგის იმ პროვაიდერების გამოყენება, როგორიცაა Amazon Web Services-ი (AWS-ი), Microsoft Azure-ი ან Greenhost-ის eclips.is-ი, რომლებიც გვთავაზობენ უსაფრთხოების გაძლიერებულ ოფციებს მათ ჰოსტინგს დაქვემდებარებული ვებგვერდებისათვის. მიუხედავად იმისა, თუ რომელ ინსტრუმენტებს იყენებთ თქვენი ვებგვერდის ჰოსტინგისათვის, უზრუნველყავით, რომ კონტენტის რედაქტირებაზე წვდომის მქონე ნებისმიერი პროფილი და კონფიგურაციის პარამეტრები დაცული იყოს ძლიერი პაროლებით და აუთენტურობის ორფაქტორული შემოწმებით.

თუ თქვენი ორგანიზაცია საკმარისად ტექნიკასთან-მეგობრულია საკუთარი ვებგვერდის ჰოსტინგისთვის შესაძლებლობისთვის, იფიქრეთ ე.წ. „სტაციონარული საიტის“ ან არასტრუქტურული ვებგვერდის არჩევაზე. განსხვავებით დინამიკური ვებგვერდებისაგან, აღნიშნული ტიპის საიტები უმცირებს ჰაკერებს შეტევის ზედპირს და შეტევებისადმი უფრო მედეგს ხდის თქვენს ვებგვერდს.