თემები

უსაფრთხოების დაცვა ინტერნეტში მონაცემების შენახვა

დაიცავით თქვენი WiFi ქსელი

ყველა აღნიშნული ნაბიჯი ვებ-ტრაფიკის თვალთვალის და ცენზურისაგან დასაცავად მნიშვნელოვანია, თუმცა, ისინი არ წარმოადგენს ოფისში და სახლში საბაზისო ქსელის უსაფრთხოების ალტერნატივას. არ დაგავიწყდეთ საფუძვლები, როგორიცაა ძლიერი პაროლის (და არა უბრალო პაროლის) გამოყენება თქვენს WiFi-ის რუტერზე (რუტერებზე), რაც უზრუნველყოფს თქვენს ქსელზე მხოლოდ უფლებამოსილი მომხმარებლის წვდომას ხშირად ცვლადი პაროლით და თქვენი უსადენო რუტერების საკუთარი ქსელთაშორისი ეკრანის ამუშავება. ასევე განიხილეთ სტუმრებისთვის განკუთვნილი ქსელის შექმნა პარლამენტის შენობებში, თუ სტუმრები შემოდიან შენობაში და გადიან და იყენებენ ინტერნეტს.

უსაფრთხოების დაცვა ინტერნეტში

  • ჩაატარეთ რეგულარული ტრენინგი წევრებისა და თანამშრომლებისთვის ვებ უსაფრთხოების ძირითადი პრაქტიკის დაცვის მნიშვნელობის შესახებ.
  • შეახსენეთ პერსონალს მუდამ აწარმოოს ბრაუზინგი HTTPS-ით და დაშიფრული DNS-ით.
  • მოსთხოვეთ პერსონალს რეგულარულად გადატვირთოს მისი ბრაუზერები განახლებების ინსტალაციისათვის.
  • წაახალისეთ კონფიდენციალურობის დამცველი ბრაუზერების და გაფართოებების გამოყენება.
  • თუ VPN თქვენთვის მისაღებია, აირჩიეთ სანდო, ასწავლეთ თქვენს პერსონალს მისი გამოყენება და დარწმუნდით, რომ მას ყოველთვის იყენებენ.
  • შეიმუშავეთ და გაუკეთეთ დისტრიბუცია სოციალური მედიის გამოყენების შესახებ მკაფიო საპარლამენტო პოლიტიკას.
  • ჩართეთ კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების პარამეტრები სოციალური მედიის ყველა პროფილში.
  • გაანალიზეთ ონლაინ შევიწროების შედეგები და მოემზადეთ დაზარალებული წევრებისა და თანამშრმოლების დასახმარებლად.
  • შეიმუშავეთ იმ ადგილობრივი პროფესიონალების, ორგანიზაციების და სამართალდამცველი უწყებების სია, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დააკავშიროთ პერსონალი სამართლებრივი, ფსიქიკური და ტექნიკური დახმარების მისაღებად ონლაინ დევნის პასუხად.
  • გამოიწერეთ DDOS-ის დაცვა თქვენი ვებგვერდისათვის.
  • გამოიყენეთ ვებ-ჰოსტინგის სანდო, საიმედო პროვაიდერი.
  • გამოიყენეთ ძლიერი პაროლი და სტუმრების ქსელი თქვენს ადგილობრივ Wi-Fi ქსელზე წვდომისთვის.