თემები

უსაფრთხოების დაცვა ინტერნეტში მონაცემების შენახვა

შესავალი

თქვენს ტელეფონში ან კომპიუტერში ინტერნეტის გამოყენებისას თქვენმა საქმიანობამ შესაძლოა საკმაოდ ბევრი თქვას თქვენს შესახებ. მნიშვნელოვანია დატოვოთ სენსიტიური ინფორმაცია – როგორიცაა მომხმარებლის სახელები და პაროლები, რომლებსაც ჩაწერთ ვებსაიტზე, თქვენი პოსტები სოციალურ მედიაში ან კონკრეტულ კონტექსტებში იმ ვებგვერდების დასახელებების ჩათვლით, რომლებსაც ეწვევით – ცნობისმოყვარე თვალის ხედვის არეალს მიღმა. კონკრეტულ გვერდებზე თუ აპებზე თქვენი წვდომის ბლოკირება ან შეზღუდვა ასევე საყოველთაო შეშფოთების საგანია. ხსენებული ორი პრობლემა – ინტერნეტში თვალთვალი და ინტერნეტ-ცენზურა – მჭიდრო კავშირშია, ხოლო მათი გავლენის შემცირების სტრატეგიები მსგავსია.

მეთვალყურეობა, ცენზურა და პარლამენტები

surveillance cameras

სულ უფრო ხშიდრად იყენებენ სათვალთვალო ტექნოლოგიებს და ზოგიერთ შემთხვევაში უბრალოდ Wi-Fi-ის ჰაკერები, მტრულად განწყობილი მთავრობები და საფრთხის სხვა წყაროები მთელს მსოფლიოში, რათა აკონტროლონ პარლამენტში მომუშავე დეპუტატების და სხვათა ონლაინ აქტივობა. მაგალითად, 2013 წელს ჰაკერებმა მოიპარეს ევროპარლამენტის თანამშრომლებისა და ვიზიტორების მონაცემები პარლამენტის საჯარო Wi-Fi ქსელში შეღწევის გზით. ბევრად უფრო დახვეწილი თავდასხმების მოლოდინი მომავალ წლებში. 

ინტერნეტ ტრაფიკის დაჭერის და მონაცემების მოპარვის გარდა, თავდამსხმელები ასევე ხელს უშლიან მნიშვნელოვან საპარლამენტო ოპერაციებს ინტერნეტის და სისტემების დაბლოკვით. 2021 წლის მაისში ბრიუსელში ბელგიის პარლამენტმა შეწყვიტა მუშაობა სერვისზე მასიურად მიუწვდომლობის გამო. შეტევის გამო გადაიდო ზოგიერთი დებატები და კომიტეტის სხდომები, რადგან მომხმარებლებს არ შეეძლოთ წვდომა ვირტუალურ სერვისებზე, რომლებიც საჭირო იყო სესიაში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაციასთან წვდომაზე და მის ონლაინ თავისუფლებაზე ხსენებული შეტევების მზარდი სიხშირე ხაზს უსვამს რამდენად მნიშვნელოვანია პარლამენტისთვის ესმოდეთ ინტერნეტში მუშაობის რისკი და შეიმუშაონ გეგმები მასზედ, თუ როგორ მოახდინონ დაკავშირება, როცა კავშირი შეფერხებულია.