ფიზიკური უსაფრთხოების დაცვა
შესავალი
მნიშვნელოვანია ფიზიკურად დაცულ ადგილას შეინახოთ თქვენი მოწყობილობები. გახსოვდეთ, რომ ფიზიკური უსაფრთხოება სცილდება უბრალოდ მოწყობილობებს და უნდა მოიცავდეს სტრატეგიას დაიცვათ ყველაფერი დანარჩენი თქვენს სამყაროში. ეს მოიცავს ქაღალდის დოკუმენტებს; საპარლამენტო ოფისებს; კამერებს ან სამუშაო ადგილებს; და, რა თქმა უნდა, თქვენ, თქვენს თანამშრომლებს და წევრებს.
ფიზიკური უსაფრთხოება და პარლამენტი
სამწუხაროდ, პარლამენტებსა და სხვა საკანონმდებლო ორგანოებზე ფიზიკური თავდასხმები იშვიათი არაა და ხშირად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ფიზიკურ, ისე ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე. 2021 წლის 6 იანვარს, ამბოხებულები შეიჭრნენ შეერთებული შტატების კაპიტოლიუმის შენობაში - სადაც განთავსებულია აშშ-ს საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატა - საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შეჩერების მიზნით. ფიზიკური თავდასხმის შედეგად ტრაგიკულად დაიღუპა ხუთი პირი და მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური სტრესი მიიღეს კონგრესის წევრებმა და თანამშრომლებმა. თუმცა ეს არ იყო ერთადერთი უარყოფითი ფაქტი. თავდამსხმელებმა ასევე გაანადგურეს IT აღჭურვილობა, მოიპოვეს წვდომა წევრების ოფისებში სენსიტიურ მასალებზე და, ალბათ, რაც ყველაზე საზიანოა, მოიპარეს კომპიუტერები და სხვა მოწყობილობები პოტენციურად კონფიდენციალური ინფორმაციით აშშ-ს. კაპიტოლიუმიდან.