თემები

მყარი საფუძველი: ანგარიშებისა და მოწყობილობების დაცვა

შესავალი

რისთვისაა საჭირო კონცენტრაცია პროფილებზე და მოწყობილობებზე? რადგან ისინი ქმნის იმ ყველაფრის საფუძველს, რასაც აკეთებს თქვენი ორგანიზაცია ციფრულად. თქვენ თითქმის უსათუოდ გაქვთ წვდომა სენსიტიურ ინფორმაციაზე, აწარმოებთ შიდა და გარე კომუნიკაციას და ინახავთ თქვენს მოწყობილობებში და პროფილებში პირად ინფორმაციას. უბრალოდ გაითვალისწინეთ წევრების მონაწილეობა პლენარულ სესიებში, კენჭისყრაში (მათ შორის ვირტუალურში), კანონპროექტის მომზადების პროცესებში და თანამშრომლებთან და ფართო საზოგადოებასთან კომუნიკაციაში. უსაფრთხო ანგარიშებისა და მოწყობილობების გარეშე, ეს გადამწყვეტი საპარლამენტო ოპერაციები და სხვა შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს.

მაგალითად, თუ ჰაკერები უთვალთვალებენ კლავიატურაზე თქვენს მუშაობას ან უსმენენ თქვენს მიკროფონს, ისინი ხელში ჩიგდებენ კოლეგებთან თქვენს კერძო საუბრებს მიუხედავად იმისა რამდენად დაცულია თქვენი შეტყობინებების აპი. ან, თუ მეტოქეები მოიპოვებენ წვდომას თქვენი ორგანიზაციის პროფილებზე სოციალურ მედიაში, მათ შეეძლებათ მარტივად დააზიანონ თქვენი რეპუტაცია და საიმედოობა და ძირი გამოუთხარონ თქვენს წარმატებულ მუშაობას. ამდენად, როგორც ორგანიზაციამ, მნიშვნელოვანია უზრუნველჰყოთ, რომ ყველა იღებდეს მარტივ, მაგრამ ეფექტურ ზომებს საკუთარი მოწყობილობების და პროფილების დასაცავად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რეკომენდაციები მოიცავს პირად პროფილებს და მოწყობილობებს და მათ, რომლებიც ხშირად წარმოადგენს ადვილ სამიზნეს მეტოქეებისათვის. ჰაკერები სიამოვნებით უთვალთვალებენ ადვილ სამიზნეს და გატეხავენ პირად პროფილებს ან სახლის კომპიუტერებს, თუ თქვენი გუნდი იყენებს მათ კომუნიკაციის და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომისათვის.