თქვენი პარლამენტისთვის კიბერუსაფრთხოების გეგმის შექმნა

წინამდებარე „სახელმძღვანელო“ დაიწერა მარტივი მიზნით: დახმარებოდა პარლამენტს კიბერუსაფრთხოების გასაგები და რეალიზებადი გეგმის შემუშავებაში. კარგად შედგენილი და განახლებული ორგანიზაციული უსაფრთხოების გეგმა უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხოებას და ეფექტურობის ამაღლებას თქვენს გონებაში სიმშვიდის დამყარებით, რაც აუცილებელია თქვენი პარლამენტის მნიშვნელოვან ყოველდღიურ საქმიანობაზე კონცენტრაციისათვის. თუ ჯერ არ მიგიღიათ, დაუთმეთ დრო „სახელმძღვანელოს“ შესავლის გაცნობას, რათა შეიტყოთ უსაფრთხოების გეგმების შესახებ და თუ რატომ სჭირდება ის თქვენს ორგანიზაციას.

შესავალს გაეცანით
 

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის უსაფრთხოების გეგმა მცირედ განსხვავებულად გამოიყურება გამომდინარე მისი რისკების შეფასებიდან და ორგანიზაციული დინამიკიდან, ზოგიერთი საკვანძო კონცეფცია თითქმის უნივერსალურია.

წინამდებარე „სახელმძღვანელო“ ეხება ხსენებულ არსებით კონცეფციებს ისე, რომ დაეხმაროს თქვენს პარლამენტს შეიმუშაოს უსაფრთხოების გეგმა პრაქტიკული გადაწყვეტების და რეალურ სამყაროში გამოყენების თვალსაზრისით.

წინამდებარე „სახელმძღვანელო“ უზრუნველყოფს შეთავაზებებს და ოფციებს, რომლებიც უფასო ან მეტად იაფია. გაითვალისწინეთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობა, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოების ეფექტური გეგმის განხორციელებასთან, იქნება დრო, რომელიც დაგჭირდებათ თქვენ და თქვენს თანამშრომლებს, წევრებს და გუნდებს თქვენი ახალი გეგმის შესწავლის, განხილვისა და განხორციელებისთვის. იმის გათვალისწინებით, თუ რა რისკებს შეიძლება დაუპირისპირდეს პარლამენტი, ეს ინვესტიცია კიდევ უფრო ღირებულია.

თითოეულ სექციაში შეგხვდებათ იმ საკვანძო საკითხის განმარტება, რომლის თაობაზეც ინფორმირებული უნდა იყოს თქვენი პარლამენტი და მისი პერსონალი - ანუ რა არის ის და რატომაა ის მნიშვნელოვანი. თითოეული საკითხი შეწყვილებულია არსებით სტრატეგიებთან, მიდგომებთან და რეკომენდებულ ინსტრუმენტებთან თქვენი რისკის შეზღუდვისათვის, ასევე, რჩევებთან და დამატებით რესურსებზე ბმულებთან, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ ხსენებული რეკომენდაციების რეალიზაციაში თქვენს პარლამენტში.

უსაფრთხოების გეგმის საწყისი კომპლექტი

აიღეთ საწყისი კომპლექტი

თქვენი პარლამენტის დასახმარებლად დაამუშავეთ „სახელმძღვანელოში“ მოცემული გაკვეთილები და აქციეთ ისინი რეალურ გეგმად, ისარგებლეთ მოცემული საწყისი კომპლექტით. კომპლექტი შეგიძლიათ, ამობეჭდოთ ან ციფრულად შეავსოთ ის „სახელმძღვანელოს“ ციფრულ ფორმატში ონლაინ წაკითხვისას. როდესაც დაიწყებთ შენიშნვების ჩაწერას და განახლებას, ან ახალი უსაფრთხოების გეგმის შექმნას, ისარგებლეთ „უსაფრთხოების გეგმის შემადგენელი ბლოკებით“, რომელიც დეტალურად არის გაწერილი თითოეულ სექციაში. უსაფრთხოების გეგმა ვერ იქნება სრული მინიმუმ ხსენებული არსებითი ელემენტების მითითების გარეშე.

 

საკვანძო საკითხებია

 

 

გამოიყენეთ სხვა რესურსები, რომლებიც ასევე შეიძლება დაგეხმაროთ თქვენი გეგმის შედგენაში და რეალიზაციაში. ასევე გამოიყენეთ უფასო ტრენინგ-რესურსები, როგორიცაა Consumer Reports-ის Security Planner, Security First-ის აპი Umbrella, Free Press Unlimited-ის და Greenhost-ის Totem-ის პროექტი და Global Cyber Alliance-ის „კიბერუსაფრთხოების კომპლექტი მისიის ტიპის ორგანიზაციებისათვის“, რომლებიც მოიცავს რესურსებს წინამდებარე „სახელმძღვანელოში“ ხსენებული მრავალი აღიარებული პრაქტიკის შესახებ და ბმულებს ტრენინგის ათობით მეთოდიკაზე, რომლებიც დაგეხმრებათ არაერთი საკვანძო საფუძვლის რეალიზაციაში.