თემები

უსაფრთხოების დაცვა ინტერნეტში მონაცემების შენახვა

სოციალური მედიის უსაფრთხოება

პარლამენტის თანამშრომლებს და წევრებს ბევრი აქვთ ხოლმე სათქმელი - და ზოგჯერ იმაზე მეტი, ვიდრე უდნათ - სოციალურ მედიაში გამოქვეყნებითა და კომენტარებით. იქნება ეს Facebook-ი, Twitter-ი, Instagram-ი, YouTube-ი თუ რეგიონისათვის დამახასიათებელი სოციალური მედიის ვებგვერდები, როგორიცაა Vkontakte-ი და Odnoklassniki-ი, მუდამ უნდა დაუფიქრდეთ რა პოსტს წერთ და აწარმოოთ უსაფრთხოების ყველა ხელმისაწვდომი პარამეტრის სწორი კონფიგურაცია. ეს ეხება არა მხოლოდ პარლამენტების ოფიციალურ გვერდებს, არამედ ზოგიერთ შემთხვევაში თანამშრომლების, ასევე მათი ოჯახებისა და მეგობრების პირად ანგარიშებს.

სოციალური მედიის უსაფრთხოება და პარლამენტები

Cellphone image

უსაფრთხოების პოლიტიკის არქონის შემთხვევაში დაბალი რისკის მქონე ორგანიზაციაც კი შეიძლება გახდეს სოციალურ მედიაში თავდასხმის და დევნის ობიექტი. 2018 წ. მოცემულ მაგალითში, ცხოველების არაკომერციულმა თავშესაფარმა ათასობით დოლარი და მხარდამჭერი დაკარგა მას შემდეგ, რაც არაუფლებამოსილმა პროფილის ადმინისტრატორმა გამართა ფინანსების მოძიების ყალბი კამპანია, ხოლო პლატფორმაზე გამოჩნდნენ თანამშრომლებად თავის გამსაღებელი ყალბი პროფილები. თუ ჰაკერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რამდენიმე ათასი დოლარი გამოიმუშავეს ცხოველთა თავშესაფრიდან, თქვენ წარმოიდგინეთ, რა ზიანი შეიძლება მიაყენონ დახვეწილმა მეტოქეებმა, თუ ისინი მოიპოვებენ წვდომას თქვენს საპარლამენტო ანგარიშებზე ან წარმატებულად გამოიყენებენ ცნობილი პარლამენტის წევრის ან თანამშრომელის ანგარიშს ონლაინ.

სოციალური მედიის ანგარიშების გატეხვის გარდა, საპარლამენტო ვებსაიტები ასევე ხშირი სამიზნეა მათი ცნობადობისა და რეპუტაციის გათვალისწინებით. მაგალითად, 2017 წელს, ავსტრიის პარლამენტის ვებგვერდი დაბლოკა ჰაკერების ჯგუფმა, რომლებიც, სავარაუდოდ, უკმაყოფილო იყვნენ იმ დროისთვის თურქეთთან ქვეყნის გაუარესებული ურთიერთობებით.

საპარლამენტო სოციალური მედიის პოლიტიკის შემუშავება

ჩავთვალოთ, რომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს საჯარო და შესაბამისად გამოყენებული იქნებს საპარლამენტო სოციალური მედიის პოლიტიკაში. ბევრი საპარლამენტო სამუშაოს საჯარო ბუნების გათვალისწინებით, სავარაუდოა, რომ გსურთ პოსტებისა და შეტყობინებების უმეტესობის საჯაროდ გამოქვეყნება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია დასვათ და უპასუხოთ კითხვებს, როგორიცაა: ვის აქვს წვდომა სოციალურ მედიაში თქვენს პროფილებზე? ვის აქვს უფლება გამოაქვეყნოს პოსტები და ვის ესაჭიროება პოსტების დადასტურება? რას იტყვით კომენტარებსა და პრაქტიკაზე? რა ინფორმაცია უნდა/არ უნდა გაზიარდეს სოციალურ მედიაში? თუ აქვეყნებთ ფოტოებს, მდებარეობის ინფორმაციას ან სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციას თქვენი თანამშრომლების, წევრების ან პარტნიორების შესახებ, სთხოვეთ მათ ნებართვა და გაითვალისწინეთ რაიმე შესაძლო რისკი? ასეთი კითხვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ თქვენი პარლამენტი საჯაროდ აკავშირებს მოქალაქეებს სოციალური მედიის ან მსგავსი ონლაინ საჯარო ჩართულობის პორტალების მეშვეობით.

გარდა თქვენი პოლიტიკის შემუშავების და მისი პერსონალისთვის განმარტებისა, უზრუნველყავით თქვენი კონფიდენციალურობის და დაცვის (ხშირად „უსაფრთხოებად“ ხსენებული) პარამეტრების სწორი კონფიგურაცია. რამდენიმე ძირითადი კითხვა, რომელიც უნდა დაუსვათ საკუთარ თავს, როდესაც გადაწყვეტთ, რომელი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების პარამეტრებია საუკეთესო საპარლამენტო და პირადი ანგარიშებისთვის, მოიცავს:

  • საჯაროდ გსურთ, გააზიაროთ თქვენი პოსტები თუ მხოლოდ ადამიანთა კონკრეტულ შიდა ან გარე ჯგუფთან?
  • უნდა შეეძლოს ვინმეს დაწეროს კომენტარი, პასუხი ან აწარმოოს ინტერაქცია თქვენს შეტყობინებებზე ან პოსტებზე?
  • უნდა გიპოვონ ადამიანებმა ელფოსტის მისამართით ან (პირადი თუ საქმიანი) ტელეფონის ნომრით?
  • გსურთ თქვენი ლოკაციის გაზიარება ავტომატურად პოსტების წერისას?
  • გსურთ დაბლოკოთ ან გამოურთოთ შეტყობინებები არაკეთილგანწყობილ პროფილებს?
  • გსურთ დაბლოკოთ კონკრეტული სიტყვები ან ჰეშტეგები?

სოციალური მედიის თითოეულ ვებგვერდს გააჩნია კონფიდენციალურობის და უსაფრთხოების განსხვავებული პარამეტრები, თუმცა, ზოგადი კონცეფციები გავრცელებულია უნივერსალურად. აღნიშნული კითხვების შემდეგ ისარგებლეთ შემდეგი უმთავრესი პლატფორმების პრივატულობის შესახებ სახელმძღვანელოებით: Facebook-ი, Twitter-ი, Instagram-ი, და YouTube-ი. კერძოდ, Facebook-თვის ყურადღება მიაქციეთ თქვენს კონფიდენციალურობის არჩევანს Groups-თან მიმართებაში. Facebook Groups პოპულარული ადგილია ჩართვის, მხარდაჭერის და ინფორმაციის გაზიარების თვალსაზრისით, თუმცა, შეუზღუდავ ჯგუფებს ყველა შესაძლოა შეუერთდეს. „ყალბი“ პროფილებისათვის ჩვეულებრივი ამბავია წარმოაჩინონ თავი რეალურ ადამიანებად, რათა შეაღწიონ დახურულ ჯგუფებში და გვერდებზე სოციალურ მედიაში. ამდენად, ყურადღებით იყავით „მეგობრობის“ და „გამოწერის“ შემოთავაზების დადასტურებისას. გახსოვდეთ, რომ თქვენი პარლამენტის სოციალური მედიის ანგარიშები ისეთივე უსაფრთხოა, როგორც მასთან „დაკავშირებული“ ანგარიშები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს Facebook-ის შემთმხვევაში, სადაც სხვის დაკავშირებულ პირად ანგარიშს შეუძლია თქვენი გვერდების მართვა.

ონლაინ დევნა

სამწუხაროდ, ბევრი პარლამენტი და მათთან დაკავშირებული ჯგუფები განიცდიან მნიშვნელოვან ონლაინ შევიწროებას, განსაკუთრებით სოციალურ მედიაში. აღნიშნული დევნა ხშირად უფრო ძლიერია ქალების და მარგინალიზებული მოსახლეობის მიმართ. კერძოდ, ონლაინ ძალადობამ ქალებზე შესაძლოა შექმნას მტრული გარემო, რომელიც იწვევს თვითცენზურას ან უარს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო დისკურსზე. NDI-ს Gender, Women, and Democracy-ის ჯგუფის ანგარიშის თანახმად Tweets that Chill როცა შეტევები პოლიტიკურად აქტიური ქალების წინააღმდეგ ხორციელდება ონლაინ, სოციალური მედიის ფართო წვდომამ შესაძლოა გაზარდოს დევნის და ფსიქოლოგიური ზეწოლის ეფექტი ხელყოფს რა ქალების პირადი უსაფრთხოების გრძნობას იმ საშუალებებით, რომლებსაც მამაკაცები არ განიცდიან.

რამდენადაც თქვენი პარლამენტი ავითარებს თავის სოციალურ მედია პოლიტიკას, მნიშვნელოვანია, რომ თვალყური ადევნოთ ამ დინამიკას. დანერგეთ უსაფრთხოების თქვენი გეგმა, რომლის მიზანია იმ პერსონალის მხარდაჭერა, რომელიც იღებს ნეგატიურ შეტყობინებებს, შეურაცხყოფას და მუქარას სოციალურ მედიაში გამომდინარე როგორც მათი სამსახურიდან, ისე პირადი ცხოვრებიდან. შეიმუშავეთ დევნის საწინააღმდეგო ინფრასტრუქტურა თქვენი პარლამენტის ფარგლებში, მათ შორის, აწარმოეთ საკუთარი პერსონალის კვლევა, რათა გაიგოთ როგორ მოქმედებს ონლაინ დევნა მათზე და შექმნათ სწრაფი რეაგირების ჯგუფი, რათა დაეხმაროთ თანამშრომლებს დაძაბულ სიტუაციებში. PEN America-ის „ონლაინ დევნის საველე სახელმძღვანელო“ ასევე იძლევა დეტალურ რეკომენდაციებს, თუ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ დევნის განმცდელ პერსონალს. თუ თქვენი პერსონალი კომფორტულად იგრძნობს თავს ამ პროცესში, შეგიძლიათ, დანერგოთ დევნის შემთხვევებზე ან/და პრობლემურ ანგარიშებზე ინფორმირების (რეპორტინგის) პრაქტიკა უშუალოდ პლატფორმებთან.

იმ წევრებთან ან პერსონალთან ურთიერთობისას, რომელიც ონლაინ (თუ რეალურ სამყაროში) გამხდარა შევიწროების მსხვერპლი, მნიშვნელოვანია, იყოთ მგრძნობიარე. თანახმად Association for Progressive Communications-ის Women's Rights Programme-ის Take Back the Tech-ში, ხაზგასმულია, უნდა გესმოდეთ, რომ დაზარალებულს შესაძლოა მიეღო ტრავმა და აცნობიერებდეთ, რომ ძალადობა (ონლაინ თუ ოფლაინ) არასდროს წარმოადგენს დაზარალებულის ბრალს. უზრუნველყავით ასეთი პრობლემების წამოწევის და განხილვის შესაძლებლობა (თუ პერსონალს არა აქვს ამასთან რაიმე პრობლემა) კონფიდენციალურ და უსაფრთხო გარემოში ანონიმურობის დაცვის არჩევანთან ერთად. და შეიტანეთ თქვენი ორგანიზაციის უსაფრთხოების გეგმაში იმ ადგილობრივი პროფესიონალების, ორგანიზაციების და სამართალდამცველი უწყებების სია, რომლებსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ დააკავშიროთ პერსონალი სამართლებრივი, სამედიცინო, ფსიქიკური და ტექნიკური დახმარების მისაღებად. დამატებითი ინფორმაციისათვის იხ. Feminist Frequency-ის „ონლაინ უსაფრთხოების სახელმძღვანელო“.