როგორ შეგვიძლია ფიშინგის იდენტიფიკაცია?
ფიშინგი შესაძლოა ავბედითად და აღმოსაჩენად შეუძლებლად ჟღერს, თუმცა, არსებობს რამდენიმე მარტივი ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა გადადგას ყველამ თქვენს ორგანიზაციაში შეტევების უმეტესობისაგან დასაცავად. ფიშინგისაგან დაცვის ქვემოთ მოცემული რჩევები მოდიფიცირებული და აღებულია Freedom of the Press Foundation-ის მიერ შემუშავებული ფიშინგის სიღრმისეული სახელმძღვანელოდან, უნდა გაეცნოს თქვენს ორგანიზაციას (და სხვა კონტაქტებს) და უნდა ინტეგრირდეს თქვენს უსაფრთხოების გეგმაში:
ხანდახან, ველი „ვისგან“ გატყუებთ
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ელ-შეტყობინებების ველი „ვისგან“ შესაძლოა იყოს გაყალბებული, რათა შეგიყვანოთ შეცდომაში. ფიშერებისათვის ჩვეული ამბავია შეადგინონ ელ-ფოსტის მისამართი, რომელიც თქვენთვის ნაცნობია და ლეგიტიმურად გამოიყურება, თუმცა, მცირედ დამახინჯებულია. მაგალითად, შესაძლოა, მიიღოთ ელწერილი ვიღაცისაგან მისამართით „[email protected]" ნაცვლად „[email protected]”-ისა. ყურადღება მიაქციეთ ზედმეტ „O“-ს „google“-ში. ასევე შესაძლოა იცნობდეთ ვინმეს ელ-ფოსტის მისამართით „[email protected]”, თუმცა, მიიღოთ ფიშინგ ელ-შეტყობინება იმიტატორისაგან მისამართიდან „[email protected]” - ერთადერთი განსხვავებაა ასოების შეუმჩნეველი ცვლილება ბოლოში. მუდამ გადაამოწმეთ, რომ იცნობთ ელ-შეტყობინების გამომგზავნ მისამართს ელ-შეტყობინების გახნამდე. მსგავსი კონცეფცია ეხება ფიშინგს ტექსტის, ზარების თუ მესინჯერი აპების საშუალებით. თუ მიიღებთ შეტყობინებას უცნობი ნომრიდან, დაფიქრდით ორჯერ პასუხის გაცემამდე ან შეტყობინებაზე ინტერაქციამდე.
უფრთხილდით დანართებს
დანართებში შესაძლოა იყოს საზიანო პროგრამა ან ვირუსი, რომლებიც, ჩვეულებრივ, თან სდევს ფიშინგ ელ-შეტყობინებებს. დანართებიდან საზიანო პროგრამის თავიდან აცილების საუკეთესო მეთოდია მათი არასდროს ჩამოტვირთვა. როგორც წესი, ნუ გახსნით რომელიმე დანართს დაუყონებლივ, განსაკუთრებით, თუ ისინი მიიღეთ თქვენთვის უცნობი ადამიანებისაგან. თუ შესაძლებელია, სთხოვეთ პიროვნებას, რომელმაც გამოგიგზავნათ დოკუმენტი გადაიტანოს ტექსტის ასლი ელწერილში ან გააზიაროს დოკუმენტი Google Drive-ის ან Microsoft OneDrive-ის მსგავსი სერვისის საშუალებით, რომლებსაც გააჩნია საკუთარ პლატფორმებზე ატვირთული თითქმის ყველა დოკუმენტის ვირუსზე სკანირება. დანერგეთ დანართების მიმართ უნდობლობის ორგანიზაციული კულტურა.
თუ დანართი აუცილებლად უნდა გახსნათ, ის უნდა გაიხსნას მხოლოდ უსაფრთხო გარემოში (იხ. სექცია „ღდამატებით“ ქვემოთ), სადაც შესაძლოა საზიანო პროგრამა ვერ გადავიდეს თქვენს მოწყობილობაზე.
თუ იყენებთ Gmail-ს და მიიღებთ დანართს ელ-შეტყობინებით, მისი თქვენს კომპიუტერში ჩამოტვირთვის და გახსნის ნაცვლად უბრალოდ დააწკაპუნეთ დართულ ფაილზე და წაიკითხეთ „preview”-ი თქვენს ბრაუზერში. აღნიშნული ნაბიჯი საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ ფაილის ტექსტს და შინაარსს მისი ჩამოტვირთის და მისთვის თქვენს კომპიუტერში შესაძლო საზიანო პროგრამის ჩატვირთვის გარეშე. ეს კარგი მეთოდია word-ის, PDF-ის და სლაიდებით პრეზენტაციების ფაილებისთვისაც კი. თუ გესაჭიროებათ დოკუმენტის რედაქტირება, გახსენით ფაილი ქლაუდ-პროგრამით, როგორიცაა Google Drive-ი და მოახდინეთ ფაილის კონვერტაცია Google Doc-ად ან Google Slides-ად.
თუ იყენებთ Outlook-ს, შეგიძლიათ მსგავსად წინასწარ იხილოთ დანართები მათი Outlook-დან ჩამოტვირთვის გარეშე. თუ გესაჭიროებათ დანართის რედაქტირება, გახსენით ის OneDrive-ში, თუ ის ხელმისაწვდომია თქვენთვის. თუ იყენებთ Yahoo Mail-ს, ქმედითია იგივე კონცეფცია. ნუ ჩამოტვირთავთ დანართებს, არამედ წინასწარ იხილეთ ისინი ვებ ბრაუზერის საშუალებით. მიუხედავად იმისა თუ რა ინსტრუმენტებია თქვენთვის ხელმისაწვდომი, საუკეთესო მიდგომაა უბრალოდ არასდროს ჩამოტვირთოთ დანართები, რომლებიც უცნობია ან რომლებსაც არ ენდობით და მიუხედავად იმისა რამდენად მნიშვნელოვნად შესაძლოა გამოიყურებოდეს დანართი, არასდროს გახსნათ რაიმე თქვენთვის უცნობი ან მანამდე გამოუყენებელი ფაილის;