რა ვუყოთ ამდენ ქაღალდს?
არსებობს დიდი ალბათობა, რომ თქვენს ორგანიზაციას გააჩნდეს დიდი ოდენობით ინფორმაცია, რომელიც დაბეჭდილია ქაღალდზე, ჩაწერილია ბლოკნოტებში ან ჩანიშნულია სტიკერებზე. ზოგიერთი მათგანი შესაძლოა მეტად საფრთხილო იყოს: ბიუჯეტის ამონაბეჭდები, მონაწილეების სიები, სენსიტიური წერილები დონორებისაგან და შენიშვნები კონფიდენციალური შეტყობინებებიდან. ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ხსენებული ინფორმაციის უსაფრთხოება. თუ აუცილებლად გესაჭიროებათ სენსიტიური ინფორმაციის ამონაბეჭდი ასლების შენახვა, უზრუნველყავით, რომ ის უსაფრთხოდ ინახებოდეს ჩაკეტილ კარადაში ან სხვა დაცულ ადგილას. ნუ დატოვებთ რაიმე პრივატულ ან სენსიტიურ ინფორმაციას (მათ შორის, პაროლებს) მაგიდაზე მიმოფანტულს ან ჩაწერილს პრეზენტაციების დაფაზე. თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენი ორგანიზაცია განიცდის შეჭრის ან თავდასხმის დიდ რისკს, შეინახეთ მნიშვნელოვნად სენსიტიური ინფორმაცია თავდასხმის ნაკლებად მოსალოდნელ ადგილზე.
რამდენადაც შესაძლებელია, ეცადეთ მოიცილოთ არასაჭირო ინფორმაციის ამონაბეჭდები. გახსოვდეთ: შეუძლებელია იმის მოპარვა, რაც არ გაქვთ. დააწესეთ ორგანიზაციული პოლიტიკა ამონაბეჭდ შენიშვნებზე პასუხისმგებელი პირის შესახებ და უზრუნველყავით მთელი პერსონალისაგან ნებისმიერი ფურცლის ამოღება, თუ ისინი თავიანთი ან ორგანიზაციის გადაწყვეტილების საფუძველზე, დატოვებენ ორგანიზაციას, დაიბრუნეთ ნაბეჭდი ინფორმაცია მათგან ზუსტად ისე, როგორც ამოიღებდით ორგანიზაციის მიერ მათთვის გადაცემულ კომპიუტერს ან ტელეფონს. თავიდან მოიცილეთ სენსიტიური ქაღალდები, რისთვისაც შეიძენთ ხარისხიან ქაღალდსაჭრელს. თქვენს პერსონალთან კვირის ბოლოს ღონისძიებას შესაძლოა 15 წუთიანი შესვენება დასჭირდეს, რათა ქაღალდის საჭრელში გაანადგუროთ გასული კვირის ნებისმიერი ნარჩენი და ამონაბეჭდი სენსიტიური შენიშვნა.
საპარლამენტო პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ მნიშვნელოვნად შეიცვალა მრავალი „საოფისე“ წესი, თქვენი ორგანიზაციისათვის კვლავ მნიშვნელოვანია გააჩნდეს ნათელი პოლიტიკა ოფისში დაშვების შესახებ. ხსენებული პოლიტიკით უნდა გადაწყდეს საკვანძო საკითხები, მათ შორის, თუ ვინ და როდის არის დაშვებული ოფისში, ვის აქვს წვდომა ოფისის რესურსებზე (მაგ. WiFi ქსელზე) და რომელ მათგანზე და როგორ მოიქცეთ სტუმრებთან მიმართებაში.
მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანი კითხვაა ვის უნდა ჰქონდეს ოფისის გასაღები. გასაღები უნდა ჰქონდეს მხოლოდ სანდო პერსონალს, ხოლო საკეტები უნდა იცვლებოდეს, როცა პერსონალი მიდის ან/და გარკვეული პერიოდულობით. დღის განმავლობაში, ყველა ჩაუკეტავი კარი უნდა იყოს ორგანიზაციისათვის სანდო პირის მხედველობის არეში. ასევე დაფიქრდით სანდო ურთიერთობა აქვს თუ არა ორგანიზაციას ოფისის გამქირავებელთან თუ დამლაგებლებთან. იფიქრეთ რომელ ინფორმაციაზე ან მოწყობილობაზე გააჩნია წვდომა ამ ხალხს და უზრუნველყავით მათი დაცვა, განსაკუთრებით, თუ სანდო ურთიერთობა არ გაქვთ. ვისაც არ უნდა გააჩნდეს წვდომა, ვინმე სანდო მუდმივად უნდა იყოს გამოყოფილი ოფისზე ზედამხედველობისთვის, ასევე, უზრუნველყავით მოწყობილობების სწორად დაცვა დღის ბოლოს გასვლამდე.
დაიშვებიან ოფისში სტუმრები? თუ ასეა, უზრუნველყავით, რომ მათ არ გააჩნდეთ წვდომა (ან, სულ მცირე, უკონტროლო წვდომა) მოწყობილობებზე ან სენსიტიური მონაცემების ამონაბეჭდებზე. თუ არსებობს საჭიროება ან მოლოდინი, რომ სტუმრებს ვიზიტისას ექნებათ წვდომა ინტერნეტზე, უნდა გამართოთ „სტუმრის“ ქსელი ისე, რომ ხსენებულ სტუმრებს არ შეეძლოთ თქვენი რეგულარული ტრაფიკის მონიტორინგი. ზოგადად, ქსელზე და ქსელის მოწყობილობებზე, როგორიცაა პრინტერები, წვდომა უნდა გააჩნდეს მხოლოდ სანდო პერსონალს. ჩვეულებრივ, ასევე კარგი აზრია მოსთხოვოთ სტუმარს რეგისტრაცია ისე, რომ აწარმოოთ მომსვლელების ჟურნალი.
ოფისის პოლიტიკის შემუშავების მიზანი უნდა იყოს, რომ სენსიტიურ მოწყობილობებზე, დოკუმენტებზე, სივრცეებზე და სისტემებზე წვდომა შეეძლოთ მხოლოდ სანდო ადამიანებს.